ჩვენს შესახებ
წარმოება
ჩვენს შესახებ

Yeastar -ის სპეციალიზაციას წარმოადგენს IP-PBX პროდუქტების შემუშავება და წარმოება. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ კორპორაციული კომუნიკაციისათვის განკუთვნილი ახალი თაობის ტექნოლოგიების პროდუქტების დისტრიბუციაზე. Yeastar სთავაზობს ინტერნეტ ტელეფონიის სერვის პროვაიდერ კომპანიებს მაღალხარისხიან კორპორაციულ გადაწყვეტებს მისაღებ ფასად. ჩვენი პროფესიონალთა გუნდი ქმნის პროდუქტებს მსოფლიოში გავრცელებული აპლიკაციებისათვის და ინარჩუნებს სტაბილურ მხარდაჭერას უკვე შექმნილი პროდუქტებისათვის.

ჩვენი გუნდი კონცენტრირებულია კლიენტთა საჭიროებებზე და ყოველთვის მზადაა მოისმინოს მათი ახალი მოთხოვნები, რათა შემდგომ გაითვალისწინოს ისინი ახალ პროდუქტებში. ჩვენ მივესალმებით თანამშრომლობას სხვადასხვა ტიპის კომპანიებთან და ვმუშაობთ, რომ საოფისე კომუნიკაცია უფრო კომფორტული და ფუნქციონალური გავხადოთ თქვენთვის.

გუნდური მუშაობა წარმოადგენს ჩვენი წარმატების საიდუმლოს. ჩვენ ვგეგმავთ, ვმუშაობთ და წარმატებას ვაღწევთ მხოლოდ ერთად. Yeastar თანამშრომელთა 60 %-ზე მეტი დაკავებულია სამეცნიერო კვლევითი საქმიანობით. საქმიანობის მთავარ მიზანს და მოტივაციას ინოვაცია წარმოადგენს და თითოეული ჩვენთაგანი ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს მომხმარებლებისათვის აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესების საქმეში.